„ნიკა გვარამიას მუქარის მერე ეს კაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგის მურთაზ მამაგეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას, ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა „ფეისბუქით“ ეხმაურება. ჯღარკავა მოუწოდებს ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ ექიმი სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს, მივიდნენ დღეს, 16:00 საათზე ინგოროყვას კლინიკასთან და ერთად მოითხოვონ ექიმის სამსახურში აღდგენა.

„მოკლედ ასე, დღეს 16:00 საათზე მე ვიქნები ინგოროყვას კლინიკის ეზოში, დაგელოდებით ყველას, ვისაც იმ საცოდავი ექიმის მამაგეიშვილს ბედი გაღელვებთ, ვისაც „ნაციონალი“ კვიტაიშვილი აბრალებდა პოლიტიკური ნიშნით არ მიმკურნალაო, ეს არ ყოფილა სიმართლე, ნიკა გვარამიას მუქარის მერე ეს კაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს, მოვითხოვოთ მისი აღდგენა, გელოდებით ყველას ვინც მოხვალთ, თუ არადა მე მარტო მივხედავ ინგოროყვას და ვანახებ როგორ უნდა უსამართლოდ ადამიანების დაჩაგვრა! მე არც ვიცნობ იმ ექიმს! მაგრამ ადამიანები ერთმანეთს უნდა დავუდგეთ სიმართლისთვის! გააზიარეთ, ძალა ერთობაშია!“,-წერს ჯღარკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომელმაც ტრავმა რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირების დროს მიიღო, განაცხადა, რომ მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაცია მისცეს, მაგრამ ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა მომსახურებაზე უარი პოლიტიკური კუთვნილების გამო უთხრა.

მოკლედ ასე ,დღეს 16 საათზე მე ვიქნები ინგოროყვას კლინიკის ეზოში,დაგელოდებით ყველას ,ვისაც იმ საცოდავი ექიმის…

Posted by ნინო ჯღარკავა on 2018 წლის 13 ივნისი, ოთხშაბათი

/</a></iframe>