„ნებისმიერ დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი შეცდომების შემთხვევაში თავმოყვარეობის მქონე პრეზიდენტი გადადგებოდა“

ნებისმიერ თავმოყვარე, დემოკრატიულ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი შეცდომების შემთხვევაში თავმოყვარეობის მქონე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა, როდესაც მისი შეწყალებული პირების რაოდენობა დანაშაულის ჩადენაში იზრდება, ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩვენ უკვე ვიხილეთ მეორედ თავის ქმედებაზე როგორ იშვერს სხვისკენ ხელს. ერთხელ ეკა ბესელიასკენ გაიშვირა ხელი, ახლა იშვერს ოჯახის წევრებზე, ოღონდ პასუხისმგებლობა არ აიღოს ამ ადამიანმა თავის თავზე და შეიძლება კენედის მკვლელობაც დააბრალოს ვინმეს. ამორალურია მისი ქმედება, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ქორიძე გარეთ, ამორალურია მისი ქმედება, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ბაქრაძე შეწყალებული და ამორალურია მისი ქმედება, როდესაც სასჯელაღსრულების სტატისტიკას გაეცნობით, რამდენმა მისმა შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა ისევ დანაშაული“,-განაცხადა ზარდიაშვილმა.

 

">