NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 27% „ოცნებას“, ხოლო 10% ენმ-ს მისცემდა ხმას

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს, ხოლო ენმ-ს – 10%. პარტიების მიხედვით მესამე ადგილზე „ევროპული საქართველო“ დგას, რომელსაც გამოკითხულთა 3% მისცემდა ხმას.

იგივე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას საპარლამენტო არჩევნებზე. 15% არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს, ხოლო 13% პასუხზე უარს აცხადებს.

NDI-ის კვლევის თანახმად, სხვა ოპოზიციურ პარტიებს საერთო ჯამში გამოკითხულთა 7% დაუჭერდა მხარს.

 

">