NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 26% „ოცნებას“ დაუჭერდა მხარს, 8% – ენმ-ს

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 26% დაუჭერდა. ენმ-ს მხარს 8% დაუჭერდა, ხოლო „ევროპულ საქართველოს“  – 4%.

აღსანიშნავია, რომ გაკითხულთა 30%-მა არ იცის თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას, ხოლო გამოკითხულთა 13% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას. 10%-მა უარი განაცხადა პასუხზე.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

">