NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

ორშაბათს, 30 აპრილს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და „CRRC-საქართველო“ მედიას 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ.

როგორც ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, თავდაცვასთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებასთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.

">