„ვვარაუდობ, რომ ყველა შედეგი, რაც მივიღეთ, იყო წინასწარ შეთანხმებული“

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა გასამწესებლად კენჭისყრის პროცესი დასრულდა. 57 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 კანდიდატი მოსამართლის თანამდებობაზე განამწესა, შერჩეულთაგან 15 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელია, რომლებმაც მოსამართლის მანტია სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მოირგეს, 19 – კი უვადოდ განწესდა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი იუსტიციის არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით ,კანდიდატების გადანაწილება წინასწარ იყო შეთანხმებული.

„ყველა ინფორმაცია, რომელიც მე დამიგროვდა საბჭოს კენჭისყრასთან დაკავშირებით, მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, რომ ყველა შედეგი, რაც მივიღეთ, იყო წინასწარ შეთანხმებული და სპონტანური არ ყოფილა არცერთი გადაწყვეტილება და არცერთი ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა“,-განაცხადა ჯანეზაშვილმა.

">