„ნატოსა და ევროკავშირში პრემიერის შეხვედრები დასტურია ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობის დამტკიცების შემდგომ საქართველოს პრემიერმინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება. ზალკალიანს განცხადებას საქართველოსაგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელიც არის ასახული პრემიერმინისტრის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თმით, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში დაგეგმილი და გამართული შეხვედრები ემსახურება იმ პრიორიტეტებსა და მიღწევებზე საუბარს, რაც საქართველოს გააჩნია ამ გზაზე.

„კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რაც არის განმტკიცებული და გამყარებული ქვეყნის კონსტიტუციით და ბუნებრივია ის პოზიტიური გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის ჩათვლით და ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ნატოელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან, აუცილებლად საჭიროებს შემდგომ ნაბიჯებს. საქართველოს მთავრობა, პრემიერმინისტრის მეთაურობით კვლავ გააგრძელებს სვლას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტის შეფასებისას.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელს 18-20 ივლისს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში შედგა პრემიერმინისტრის შეხვედრა და ერთობლივი პრეს-კონფერენცია ნატო-ს გენერალურ მდივანთა იენს სტოლტენბერგთან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

პრემიერმინისტრმა და გენერალურმა მდივანმა განიხილეს გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები. შეხვედრისას იმსჯელეს ბრიუსელის სამიტის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლობის ახალი სფეროების, კონკრეტულად შავი ზღვის უსაფრთხოების, კონტრ-მობილურობის და ტერიტორიული თავდაცვის, დახურული კომუნიკაციების საშუალებების და კიბერ თავდაცვის მიმართულებებით დაგეგმილ ერთობლივ აქტივობებზე. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და ასევე აახლოებს ქვეყნას ნატო-ში გაწევრიანებასთან.

გენერალურმა მდივანმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში და განსაკუთრებით ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში ჩვენი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ სხვა და სხვა მიმართულებით განხორცილებული რეფორმები არის წარმატებული და შედეგიანი.

შეხვედრისას პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ახალი მთავრობის მზაობა განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან, რათა მაქსიმალურად დააჩქაროს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს განმარტავს ასევე ევროკავშირში, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ასევე შეხვედრა გაიმართება ბელგიის ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

">