NASA პლანეტებზე მონადირე ტელესკოპს ორბიტაზე მალე გაუშვებს

NASA დედამიწის ორბიტაზე ახალ ტელესკოპს უშვებს, რომელსაც მზის სისტემის გარეთ პლანეტების აღმოსაჩენად გამოიყენებს.

მისია TESS-ის მიზანია დააკვირდეს ვარსკვლავებს და მათი სიკაშკაშის ვარდნებს, რაც ნიშნავს, რომ ტელესკოპსა და ვარსკვლავს შორის დიდი ალბათობით პლანეტამ ჩაიარა. TESS-ი შექმნის კაშკაშა ვარსკვლავებისა და მათ ირგვლივ არსებული პლანეტების კატალოგს, რომლებსაც შემდეგ სხვა ტელესკოპების საშუალებითაც შეისწავლიან.

TESS-ი ჯეიმს უების სახელობის ობსერვატორიის ერთგვარი წინამორბედია. მისიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას შემდეგ სწორედ აღნიშნული ობსერვატორია დაამუშავებს. ჯეიმს უების ობსერვატორია ორბიტაზე 2020 წელს გავა.

 

">