NASA-მ მზისკენ თანამგზავრი გაუშვა

NASA-მ მზის მიმართულებით თანამგზავრი გაუშვა, რომელიც ვარსკვლავს 6 მილიონი კილომეტრის სიშორიდან დააკვირდება. ეს მზესთან ყველაზე ახლო თანამგზავრი იქნება ისტორიაში.

როგორც BBC წერს, თანამგზავრი ადმიანის მიერ შექმნილი ყველაზე სწრაფი ობიექტიც იქნება. მეცნიერებს მისი საშუალებით მზის ამოუხსნელი თვისებების შესწავლა სურთ.