NASA-ს ისტორიული მისია დასრულებულია

NASA-ს სატურნის მისია დასრულებულია, „კასინი“ აღარ არსებობს; კოსმოსურმა ხომალდმა სიცოცხლე რამდენიმე საათის წინ სატურნის ცაში დაასრულა. 123 000 კმ/სთ სიჩქარით შეჭრილი კასინი რგოლებიანი პლანეტის ატმოსფეროში კომეტასავით დაიფერფლა.

კასინიზე მუშაობა 1980-იანი წლებიდან დაიწყო. პროექტი მოიცავს სატურნის ორბიტერს (კასინი) და მავალს (ჰიუიგენსი) სატურნის მთვარე ტიტანისთვის. ხომალდებს სახელი ეწოდა იტალიელი ასტრონომის  ჯოვანი კასინისა და ჰოლანდიელი მათემატიკოსის კრისტიან ჰიუიგენსის პატივსაცემად. კოსმოსური ხომალდი 1997 წლის 15 ოქტომბერს, ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან გაეშვა რაკეტა Titan IVB/Centaur-ით და სატურნის ორბიტაზე მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 2004 წლის 1 ივლისს გავიდა. მანამდე კასინიმ ხანგრძლივი პლანეტათშორისი გზა განვლო  რამდენჯერმე შემოუფრინა დედამიწას, ვენერასა და იუპიტერს. 2004 წლის 25 დეკემბერს, ორბიტერს გამოეყო ზონდი ჰიუიგენსი და სატურნის მთვარე ტიტანისკენ დაეშვა, სადაც 2005 წლის 14 იანვარს დაჯდა და დედამიწაზე მონაცემებიც გამოაგზავნა, რისთვისაც გადამცემად ორბიტერი გამოიყენა. ეს ხმელეთზე პირველი დაშვება იყო, რაც კი ოდესმე განუხორციელებია კაცობრიობას მზის სისტემის გარე ნაწილში.

 

 

მომდევნო წლებში, კასინიმ სატურნის სისტემის კვლევა გააგრძელა, მაგრამ ყველაფერი 2017 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.„კასინიზე მუშაობას ცხოვრების 30 წელი შევალიე. როდესაც ყველაფერს ვიწყებდით, ჩემი ქალიშვილი საბავშვო ბაღში მაშინ შევიყვანე. დღეს, როცა ეს ყველაფერი სრულდება, ჩემს ქალიშვილს უკვე საკუთარი გოგონა ჰყავს“, — ამბობს ლინდა სპილკერი, კასინის მისიის მეცნიერი NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან 

 

 

 

კასინის თან მიჰქონდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ დამზადებული ზონდი ჰუიგენსი, რომელიც დედა-ხომალდს 2004 წლის 24 დეკემბერს მოსწყდა და ორი კვირის შემდეგ, 2005 წლის 14 იანვარს, სატურნის მთვარე ტიტანზე წარმატებით დაჯდა; ჰუიგენსს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბიცია ჰქონდა: იგი კაცობრიობის ხელთქმნილი ერთადერთი მოწყობილობაა, რომელიც ასტეროიდთა სარტყლის გადაღმა მდებარე სხეულზე ოდესმე დამჯდარა. უნდა ითქვას ისიც, რომ ჰუიგენსის გარეშე, კასინის შესაძლოა ვერც ვერადოდეს დაეძლია დედამიწის გრავიტაცია.

Loss of Signal

The last transmission…We received the Cassini spacecraft’s final signal on Earth at 7:55 a.m. EDT. Cassini is now part of the planet it studied for more than a decade. Thanks for the science! http://go.nasa.gov/2h6FdJT #GrandFinale #GoodbyeCassini

Posted by NASA – National Aeronautics and Space Administration on 2017 წლის 15 სექტემბერი, პარასკევი

 

 

კასინიმ სატურნის სისტემაში მოგზაურობა გააგრძელა, სადაც აქტიურად სწავლობდა გიგანტურ პლანეტას, მის რგოლებსა და  მრავალ მთვარეს. კასინის აღმოჩენებმა ფუნდამენტურად შეცვალა მეცნიერთა წარმოდგენა სატურნისა და მზის სისტემის სასიცოცხლო გარემოს პოტენციალის შესახებ. მაგალითად, ხომალდმა შენიშნა თხევად ნახსირწყალბადთა (ძირითადად მეთანი) ტბები ტიტანის ზედაპირზე; დაკვირვებებმა ასევე მიგვანიშნა, რომ ამ უზარმაზარი მთვარის ყინულოვანი ზეაპირის ქვეშ შესაძლოა მლაშე ოკეანე იყოს.

 

კასინიმ ასევე დააფიქსირა 504 კმ სიგანის მთვარე ენცელადიდან ამოტყორცნილი წყლის ჭავლები. შემდგომმა დაკვირვებებმა კი ნათელი გახადა, რომ ეს წყალი ზედაპირქვეშ დამარხული ოკეანიდან მოდიოდა, რომელიც დიდი ალბათობით, შეიცავს მიკრობებისათვის საჭირო ქიმიური ენერგიის წყაროს, თუკი მიკრობული სიცოცხლე იქ ოდესმე ჩამოყალიბდა ან იქნებ უკვე არის კიდეც.

13 წლის განმავლობაში გადაღებულ ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები .

 

ფოტო: Space Science Institute / JPL-Caltech / NASA

ფოტო: Space Science Institute / JPL-Caltech / NASA

ფოტო: Space Science Institute / JPL-Caltech / NASA

ფოტო: Space Science Institute / JPL-Caltech / NASA

ფოტო: Space Science Institute / JPL-Caltech / NASA

ფოტო: Space Science Institute / JPL-Caltech / NASA

ფოტო: Space Science Institute / JPL-Caltech / NASA

 

 

">