„უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების არა დაჭერას, არამედ დახმარებას“

სასულიერო პირები მოითხოვენ, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა შეჩერდეს, დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების დახმარებას და არა დაჭერას. მისივე თქმით, ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებით უნდა იყოს მკაცრი პოლიტიკა.

„კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ეს პოზიცია, რომ ეს არის მიუღებელი, უნდა გაიწვიოს და უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების არა დაჭერას, არამედ დახმარებას, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებით უნდა იყოს მკაცრი პოლიტიკა“,-განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.