„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს“

კიკეთის ტაძრის წინამძღვარი, მამა ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტია დასაწერი. მისი განცხადებით, სულ სხვა აქცენტებია გასაკეთებელი. მამა ანდრიას თქმით, ეკლესია ცდილობს რომ მოხდეს ახალგაზრდების დახმარება და არა წახალისება.

„ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს, სულ სხვა აქცენტებია გასაკეთებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს მხოლოდ ერთ კუთხეზე, რომ შემსუბუქდეს ნარკორეალიზატორის სასჯელი. ჩვენ რაც ვნახეთ, მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, შეიძლება, რომ ნარკოტიკების უკანონო შემოტანა საზღვარზე, ტრანზიტით გატანა, გავრცელება ისჯებოდეს ასლარიანი ჯარიმით? ან შეიძლება, რომ არასრულწლოვნების თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარება ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ნარკოტიკების რეალიზაცია ისჯებოდეს ორას ლარიანი ჯარიმით?

ეკლესია ცდილობს, რომ მოხდეს ახალგაზრდების დახმარება და არა წახალისება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი, როგორიც ახლა არის, წაახალისებს და არის საშიშროებები, რომ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მზად არ არიან გარკვეული რისკების პრევენციისთვის“,-განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

/</a></iframe>