„ნარკატაკატა“- ერეკლე დეისაძეს სოციალური ქსელიდან კლიპის აღებას სთხოვენ

ერეკლე დეისაძემ სოციალურ ქსელში ახალი კლიპი გაავრცელა. ის წერს, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, რომ კლიპი აიღოს სოციალური ქსელიდან, ის ამას არ პაირებს.

„მეგობრებო, ჩემი შემოქმედების გამო არაერთხელ გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი, ამას მე მიჩვეული ვარ, არც ეს სიმღერა აღმოჩდა გამონაკლისი, უბრალოდ ასეთ მოკლე ვადებში არ ველოდებოდი, მოითხოვენ რომ ვიდეო ავიღო, სხვა შემთხვევაში ამაში საავტორო უფლებების ასოციაცია ჩაერთვება და შესაბამისი უწყებები სამართლებრივი გზით შეეცდებიან ამ საკითხის გადაწყვეტას.

ჩემი შემოქმედება ჩემი იდეური ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია, ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები მხოლოდ უმცირესობას ადარდებს და ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, საავტორო უფლებებზე დავა ჩემთვის ღიმილის მომგვრელია.
მე არ ვაპირებ ეს ვიდეო ავიღო. ალბათ „იუთუბს“ მიმართავენ და წაშლიან, მაგრამ ჩემი ხელით ეს არ მოხდება“,-წერს დეისაძე.

„დარღვეულია საქართველოში“

მეგობრებო, ჩემი შემოქმედების გამო არაერთხელ გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი, ამას მე მიჩვეული ვარ, არც ეს სიმღერა აღმოჩდა გ…

Posted by Erekle Deisadze on 2018 წლის 28 იანვარი, კვირა

">