„ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში“ – ქერჩის კოლეჯში აფეთქება მოხდა

ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 50 – დაშავდა. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, კოლეჯში სავარაუდოდ ბომბი ამოქმედდა.

„დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ქალაქ ქერჩში პოლიტექნიკურ კოლეჯის შენობაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო დაშავდა დაახლოებით 50“, – განაცხადეს კომიტეტში.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობაში აფეთქებისას შეიჭრნენ შეიარაღებული პირები და სროლა ატეხეს. ამის შესახებ განცხადებას კოლეჯის დირექტორი ოლგა გრებენნიკოვა ავრცელებს.

„მეორე სართულზე დარბოდნენ ავტომატებით, აღებდნენ ოთახების კარებს და ყველას ხოცავდნენ ვისაც პოულობდნენ. ნამდვილი ტერაქტია, როგორც ბესლანში. ბავშვები დაიღუპნენ, თანამშრომლები დაიღუპნენ“, – განაცხადა დირექტორმა.

/</a></iframe>