ნაცვლიშვილი: ერთ კონკრეტულ საქმეზე რეაგირება ვერ მოაგვარებს რეპრესიული და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის პრობლემას

შეიწყალებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი თავად მიიღებს, ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა. ანა ნაცვლიშვილს თქმით, ერთეულ საქმეებზე რეაგირება სისტემურ პრობლემას ვრ გამოასწორებს.

„კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას ბუნებრივია იღებს პრეზიდენტი და თვითონ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ერთ კონკრეტულ საქმეზე რეაგირება ვერ მოაგვარებს იმ სისტემურ პრობლემას, რომელსაც ჰქვია რეპრესიული და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, ამიტომ ყურადღების გამახვილება ყველა აქტორის მხრიდან არის აუცილებელი იმაზე, რომ სისტემურად შეიცალოს და ცალკეულ ფრაგმენტულ საქმეებზე რეაგირება ვერ გამოასწორებს იმ პრობლემას, რის გამოც, დღეს ათეულობით, ასეულობით ადამიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

">