„ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებს. რომან გოცირიძის განცხადებით, მინისტრმა ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებასა და აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

„მთავარი კითხვა არის ის, რაც აწუხებს ხალხს, რატომ გაიზარდა კრიმინალი, რატომ არის დაუსჯელობის სინდრომი. შს მინისტრს ვიბარებთ ფრაქციაში. არ იქნება საკმარისი, რომ სადღაც უმრავლესობამ დაიბაროს, დაგვიძახოს და ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა მოგვცეს“,-განაცხადა გოცირიძემ.

">