მზიურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დამთავრდება

ბავშვთა ქალაქ მზიურში პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად დაიყოფა.

„ეს პარკი არის მოწმე ნგრევის და ეს პარკი იქნება მომსწრე შენების. ჩვენ ყველა ერთად ერთიანი ძალისხმევით გავაკეთებთ, რომ ეს იყოს დედაქალაქში, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის, თითოეული ჩვენგანისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით მსგავსი ტიპის პროექტები, რომლებსაც ხელისუფლება სთავაზობს მოსახლეობას, ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის დაახლოებას.

„ეს ადგილი არის ახალი ინიციატივების, ახალი პროექტების დაწყების ადგილი,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ქალაქ მზიურისარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დამთავრდება.

წყარო: რუსთავი 2

/</a></iframe>