„მუშტით, რომელიც ხალხმა მთავრობას მოსცხო“

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხარდაჭერილი კანდიდატი არცერთი არაა, თავისთავად მეორე ტური, როგორც მოვლენა, საზოგადოების გამარჯვებაა,-ასე გამოეხმაურა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.

„ხალხის ძალა აღემატება ძალაუფლების მქონეთა ძალას” (ბონო),
როცა ეს ბოლომდე ავიწყდებათ მთავრობებს და გვეჩვენება, რომ თავად ხალხსაც დაავიწყდა, რა ძალას ფლობს, როცა ბოლომდე წელში გადამტვრეული და დაკნინებულ-დამორჩილებული ჰგონიათ მოსახლეობა, მაშინ აჩვენებს ხოლმე ხალხი თავის ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხარდაჭერილი კანდიდატი არცერთი არაა, თავისთავად მეორე ტური, როგორც მოვლენა, საზოგადოების გამარჯვებაა. მუშტით, რომელიც ხალხმა მთავრობას მოსცხო, საზოგადოება მოიგებს, პირველ რიგში მთავრობის მხრიდან მეტ მოკრძალებას და ანგარიშის გაწევას, ნაკლებ უტიფრობას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. რადგან ამდენი ადამიანი ყოფილა გაბრაზებული, ყველაფრის გამო, რაც არასწორად მიედინება, პროტესტი, რომელსაც წლების განმავლობაში წვეთ-წვეთად ნაგროვებს არავინ უგდებდა ყურს, შეუსმენელი ვეღარ დარჩება“,-წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ხალხის ძალა აღემატება ძალაუფლების მქონეთა ძალას" (ბონო), როცა ეს ბოლომდე ავიწყდებათ მთავრობებს და გვეჩვენება, რომ…

Posted by Natia Panjikidze on კვირა, 28 ოქტომბერი, 2018

">