მთაწმინდის რაიონში ორ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მთაწმინდის გამგეობამ რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. სკვერები განახლდა ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ. ინფორმაციას გამგეობა ავრცელებს.

რეაბილიტაციის პროცესში სკვერები ახლებურად დააგეგმარეს.

დასასვენებელ სივრცეებში ბაზალტის ქვის ბილიკები, ლითონის ღობე და სათამაშო ზონები მოეწყო, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. აღნიშნული ღონისძიებებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 82 298 ლარი დაიხარჯა.