პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.  პლენარული სესია 12:00 საათზე დაიწყება. სხდომა შემდეგი პროცედურებით ჩატარდება: თავდაპირველად, პარლამენტს მიმართავს პრემიერმინისტრი და შემდგომ იქნება მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. ამის შემდეგ, პრემიერი კითხვებს გასცემს პასუხს და პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, დააზუსტონ კითხვები.

ამის შემდეგ დაიწყება პარლამენტის წევრთა გამოსვლები, ფრაქციების გამოსვლები, უმცირესობა, უმრავლესობა და ეს პროცედურა დასრულდება პრემიერის დასკვნითი სიტყვით, რის შემდეგაც ჩატარდება კენჭისყრა. პარლამენტი კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. იმისთვის, რომ მთავრობის ახალმა შემადგენლობამ ნდობა მიიღოს, საჭიროა, პარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ამით დასრულდება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები“- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

 

">