საქართველოს მთავრობა „ამაზონთან“ შეთანხმებას გააფორმებს

საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია „ამაზონთან“ შეთანხმებას გააფორმებს. მთავრობის განკარგულების მიხედვით, დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილება ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიენიჭა. „Amazon.com, Inc.“-თან იგეგმება „კომერციული საიდუმლოების გაუმჟღავნებლობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება.

ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელებთან სექტემბერში ვაშინგტონში შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. საუბარი შეეხო ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს პოტენციალს და ციფრული აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივას.

Amazon.com მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიაა. კომპანიის სათაო ოფისი სიეტლში მდებარეობს.

წყარო: 1tv.ge

">