მსმენია, რომ ზოგიერთი თქვენგანი „ენმ-ს“ დროს მაგიდაზე ასულები სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა – ბოკუჩავა მმართველ გუნდს

მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდაზე ასულები მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა ზოგიერთი თქვენგანი,“- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

საკანონმდებლო ორგანოში მწვავე რეპლიკები ისმოდა. მმართველ გუნდს უნდოდა, რომ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძე გადაეყენებინა.

ბოკუჩავამ ეს განცხადება, ეკა ბესელიას კომენტარის შემდეგ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჰყოფნის დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდა.

დაკავშირებული სურათი„ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ ამ დარბაზში მსხდომებიო, არ ვიცოდი, თუმცა მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდაზე ასულები მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა ზოგიერთი თქვენგანი. ასე, რომ მართლაც სამარცხვინოა ასეთი მედროვეობა,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წევრმა ეს განცხადება კენჭისყრამდე გააკეთა. 67 მომხრე, 8 წინააღმდეგი – ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

">