„მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებს“

პარლამენტრის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ თამაზ ქვლივიძის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს რეპუტაციას ზიანს აყენებს.

„მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს რეპუტაციას აყენებს სერიოზულ ზიანს. ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც არ მოსწონს ამის მოსმენა, მაგრამ ეს არის ფაქტი. სასამართლო რეპუტაციას ზიანს აყენებს არა პრობლემებზე საუბარი მართლმსაჯულებაში, არამედ ის, რომ მსგავი გადაწყვეტილებების დროს სერიოზული კითხვები უჩნდება საზოგადოებას“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

„ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძესააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

სასამართლომ პროკურატურის საჩივარი განიხილა. ბრალდებულ თამაზ ქვლივიძისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

">