მსახიობ პოლ უოკერის შესახებ ფილმი გადაიღეს

სტუდია Paramount-მა მსახიობ პოლ უოკერის შესახებ ფილმი გადაიღო.  ფილმის „მე-პოლ უოკერი“ პრემიერა დღეს შედგება. ამის შესახებ broadwayworld-ი წერს.

ფილმში უოკერის კოლეგების, მეგობრების და ნათესავების ექსკლუზიურ ინტერვიუებთან ერთად უამრავი საინტერესო კადრი მოხვდა პირადი არქივებიდან.

ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი, რომელმაც ფილმ “ფორსაჟით” გაითქვა სახელი, 40 წლის ასაკში, ავტოავარიაში 2013 წელს დაიღუპა.