„მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“

მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების შედეგები საშუალებას მოგვცემს შემდგომში განვაგრძოთ მუშაობა რიგ სფეროებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებთ“, – განუცხადა გრიგორი კარასინმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.

წყარო: ipn.ge

">