მოსამართლეთა შერჩევის წესი და კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი – შენიშვნები არასამთავრობოებმა ვენეციის კომისიას გადაუგზავნეს

უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა შერჩევის წესი და კრიტერიუმები – არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი, სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ინტერესებს იცავს.

მათი თქმით, შემუშავებული ცვლილებები ქართული სასამართლო სისტემის უმთავრეს გამოწვევებს ვერ პასუხობს.

Related image„დღეს რა ვითარებაც არის ქართულ სასამართლო სისტემაში, იმ გამოწვევებს ეს კანონპროექტი ადეკვატურად ვერ პასუხობს და პირიქით, კლანის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება. ყველა მნიშვნელოვან დეტალზე, რომელსაც ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი შეიცავს, ამ ყველაფერზე იქნება სამართლებრივი არგუმენტები,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით,  აუცილებელია ვენეციის კომისიაში ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს ბევრი შენიშვნა აქვს.

">