Moody’s-მა თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგების პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების და ემიტენტის რეიტინგები Ba2-დონეზე დაადასტურა, ხოლო პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურ”-ზეშეცვალა.
რეიტინგების სტაბილური პროგნოზი ასახავს სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მოლოდინს, რომ ბანკის მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები, ასევე, ძლიერი კაპიტალისა და ლიკვიდობის პოზიციები მომავალშიც შენარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ Moody's-მა თიბისი ბანკის საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline CreditAssessment (BCA)) და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Adjusted Baseline CreditAssessment) Ba3-დან Ba2- ნიშნულამდე გაზარდა.
ასევე, გადაიხედა და გაუმჯობესდა ბანკის გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk Assessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე.

ასევე დაგაინტერესებთ