„მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან გამოიჩინეს ტრადიციული დესტრუქციულობა“

2018 წლის 9-10 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინციდენტების პრევენციისა დამათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზემართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა შეაფასეს ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა დისკუსიების დაწყებიდან 10 წლის თავზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატის ისევეროგორც, გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში იმ ფონზე, როცაადგილზე ყოველდღიური ხასიათი აქვს ინციდენტებსა და პროვოკაციებს. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები IPRM-ის წინააღმდეგ. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გალისა და ერგნეთის მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობას,ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით.

აშშ-ის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოუწოდეს მოსკოვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისკენ, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდანსაოკუპაციო ძალების გაყვანისაკენ. ამ კონტექსტში, დაგმობილ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, გახშირებული სამხედრო წვრთნები დასაქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები, რაც მიმართულია ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისკენ. ამ ფონზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდამოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისომექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.

მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის გაგრძელების გამო.

განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებებისკუთხით გაუარესებული ვითარება. დაგმობილ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელება, უკანონო დაკავებები, მათშორის, მაია ოთინაშვილისა და აკაკი დოთიაშვილის გატაცების შემთხვევები.

დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარ თემას ასევე წარმოადგენდა გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებს არჩევანისგაკეთებას რეგიონის დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე მიღებისაკრძალვაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებებით მოსკოვი ახორციელებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაციის მიზანმიმართულ პოლიტიკას.

მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ისაუბრეს თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის პრობლემებზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტებისდახურვისა და საოკუპაციო ხაზზე დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

საქართველოს წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე.

განხილვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების აუცილებლობა. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმააშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ამ მნიშვნელოვან საკითხზე საგნობრივი განხილვისა და პროგრესის მიღწევისსაჭიროებაზე. მათ მოუწოდეს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს ამ საკითხზე დისკუსიებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ. მიუხედავად ამისა, მონაწილეებმამოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან გამოიჩინეს ტრადიციული დესტრუქციულობა, მათ კვლავ სცადეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისასდატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2018 წლის 11-12 დეკემბერს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფისფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულიკუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებულისაკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისმონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

/</a></iframe>