მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა დაცვის მხარის კერძო ექსპერტიზას არ ენდობა

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა. ალექსანდრე გეჯაძემ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა 9 ჭრილობა არ შეესაბამება იმ დანით მიყენებულ ჭრილობას, რომელიც მთავარ ნივთმტკიცებადა არის წარმოდგენილი.

ექსპერტმა ასევე დაადასტურა, რომ ანა ნაცვლიშვილს ყველა დაზიანება ლადო გრიგალაშვილს შესაძლოა ვერ მიეყენებინა. გარდაცვლილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი თვლის, რომ დაცვის მხარე გრიგალაშვილისთვის ბრალის შემსუბუქებას ცდილობს, რის გამოც კერძო ექსპერტმა ბუნდოვანი ჩვენება მისცა.

„მამუკა ნაცვლიშვილი: ჩემთვის მიუღებელია ექსპერტიზის დასკვნა, რასაც ადვოკატი 8 თვისის განმავლობაში ამბობდა, ის თქვა ექსპერტმა. ამისთვის ადვოკატმა მას ფული გადაუხადა. ადვოკატს უნდა, რომ 109-ე მუხლი გადაკვალიფიცირდეს 108-ე მუხლით და ბრალდებულს ბრალი შეუმსუბუქდეს. თუმცა ექსპერტმა კატეგორიული პასუხი ვერ გასცა”.

თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის მეგობარი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: imedinews.ge

/</a></iframe>