„მოცვივდნენ მძინარე ბავშვი საწოლში ჩაკლეს, გამოიქცნენ და ყველა თავიანთ სოროებში შეიმალა“

პანკისში სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და გამოსაძიებელია არაფერია. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, პანკისის ხეობაში ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია აღარ მისულან.

„მოცვივდნენ მძინარე ბავშვის სახლში, საწოლში ჩაკლეს, იქიდან გამოიქცნენ და ყველა თავიანთ სოროებში შეიმალა. იმ სოროდან არც ერთი გარეთ არ გამოდის, ეს პრობლემურია აბა რა არის.​ აღარ გვეკონტაქტებიან, რადგან თემირლანის თაობაზე გამოსაძიებელი არაფერი არ არის. დაშვებულია ძალიან დიდი შეცდომა. შეცდომის აღიარება მაგათ არ უნდათ, იმიტომაც არ უნდათ გამოჩენა და საქმეს წელავენ. ვიღაცას, სადღაც რაღაც უნდათ ათქმევინონ, რაღაც დააბრალონ, მაგრამ ეს არ იქნება. სანამ თემირლანის საქმე არ გაირკვევა, არც ჰესებზე და არც სხვა თემებზე პანკისის ხეობაში საერთოდ არ იქნება საუბარი. საქმის შესახებ არაფერი ვიცი. სუს-ში უნდა გამოიძიონ ვინ ჩაიდინა, ვინ დაგეგმა, ვინ ესროლა და ვინ არის მაგაში დამნაშავე. თემირლანზე გამოსაძიებელი არაფერია. ძიებასთან დაკავშირებით არანაირი პასუხი არ გვაქვს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

წყარო: „პირველი არხი“

">