„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს, რომელმაც მოიშორა კორუფცია“

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს. მენიეს განცხადებით, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შორის დისკურსი მძიმეა და ზოგჯერ ერთმანეთისთვის წაყენებული ბრალდებების დონე სამართლიანი არ არის.

„ჩვენ ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს, რომელმაც მოიშორა კორუფცია. ამავდროულად ახლა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და დისკურსი ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შორის მძიმეა. ზოგჯერ ერთმანეთისთვის წაყენებული ბრალდებების დონე არ არის სამართლიანი. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდება და დასრულებული იქნება, ვინაიდან ზოგჯერ გამოძიება დიდ ხანს გრძელდება ყოველგვარი დასკვნის გაკეთების გარეშე და ასე მართლმსაჯულება არ უნდა ხორციელდებოდეს“, – განაცხადა პასკალ მენიე

/</a></iframe>