„მნიშვნელოვანია, რომ პროცესი სამართლიანად წარიმართოს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ საქართველოს ექსპრეზიდენტს“

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოში აშშ-ს ელჩმა გააკეთა. იან კელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეო მოვლენები მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყოს და პროცესი სამართლიანად წარიმართოს.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს მომხდარს, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეო მოვლენები მკაცრი დაკვირვების ქვეშ იყოს და პროცესი სამართლიანად წარიმართოს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს, არა მხოლოდ საქართველოს ექსპრეზიდენტს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი პრიორიტეტია, საქართველო გახდეს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური სახელმწიფო, ვფიქრობ, რომ საქართველო ყურადღება სწორედ ამ მიზანზე უნდა გაამახვილოს და უზრუნველყოს სტაბილური და წარმატებული მომავალი თავისი ხალხისთვის, თუმცა საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მან თავად უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები“,-განაცხადა კელიმ.