„მნიშვნელოვანია, მრავალშვილიანი ოჯახები სახელმწიფოს მხარდაჭერას გრძნობდნენ“

„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს  მრავალშვილიანობას, ოჯახებისგაძლიერებას,  შეუქმნას ოჯახებს პირობები იმისათვის, რომ ჰყავდეთ ბევრი შვილი, რაც საბოლოო ჯამში ისევ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა. აუცილებელია კიდევუფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ მრავალშვილიანობის წასახალისებლად. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მორალური მხარდაჭერა მრავალშვილიანიოჯახების მიმართ.

თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ხედავს და აფასებს ამ ადამიანების ღვაწლს ქვეყნის, სამშობლოს წინაშე, პატივს სცემს და უფრთხილდებამათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ოჯახების მატერიალური წახალისება. წარმოდგენილი კანონპროექტი უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, ვფიქრობდაგვიანებულიც, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. უდიდესი სამუშაოა გაწეული, თუმცა ბევრიც გასაკეთებელია ამ მიმართულებით და ჩვენ სამომავლოპროექტებში ამ საკითხებს აუცილებლად გავითვალისწინებთ” – აღნიშნა სოფო კილაძემ

ამ განცხადებით გამოეხმაურა კომიტეტის თავჯდომარე  დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვისა  და სამოქალაქო  ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხადგატანილ  სამოქალაქო კოდექსში  ცვლილების  შესახებ  კანონის პროექტს.