„მიზანი იყო, ურთიერთობა დაემყარებინა, რომ დოდო გუგეშაშვილის მოკვლის საშუალება ჰქონოდა“

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის დაკითხვის შემდეგ მას გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს, შესაბამისად ის საქმის ახალ გარემოებებზე ვერ საუბრობს. გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიზანი იყო ოყო გუგეშაშვილის მოკვლა.

„მას შემდეგ, რაც დამთავრდა დაკითხვა, მოგვიანებით მეც მომაწერინეს ამაზე ხელი, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. ადამიანი, რომელიც დაელაპარაკა, საერთო ნაცნობები დაუსახელა და რაღაც საერთო საქმე შესთავაზა და 3-4 თვის შუალედით ხვდებოდა და ესაუბრებოდა 5-10 წუთი, ეს არ არის ნდობაში შესვლა, ეს არის ჩვეულებრივი ნაცნობობა. იყო მიზანი, რომ მასთან ურთიერთობა დაემყარებინა, რომ მისი მოკვლის საშუალება ჰქონოდა, თავად დოდო გუგეშაშვილის, ასე გამოვიდა საბოლოოდ“,-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.