მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარისთვის უკვე მიმართული აქვთ და აღნიშნულ მიმართვას ძალაში ტოვებენ. აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ პოლონეთს ჯერ კიდევ გასული წლის 4 აგვისტოს მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა. ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება“, – განაცხადეს პროკურატურაში.

 

 

/</a></iframe>