მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს და მხარდამჭერებს კვირას დაგდეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

“დამაკავეს ცრუ ბრალდებით. უნდათ, რომ შეგაშინონ. არ შეშინდეთ, გაბედულად წადით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე, რომელიც იმპიჩმენტს მოითხოვს. ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისა და თვითნებობისგან. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გამაგრდით. დიდება უკრაინას”- ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

წერილი Facebook-ზე, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გავრცელდა.

ცნობისთვის, უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.  ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილს 72 საათის განმავლობაში აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

მას, შესაძლოა, შინაპატიმრობა განესაზღვროს.  მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა დაიწყო.

Шановні співгромадяни!Шановні українці!Барижна влада мене заарештувала за брехливими звинуваченнями. Таким чином вон…

Posted by Mikheil Saakashvili on 2017 წლის 8 დეკემბერი, პარასკევი

">