მინდელის შახტში ექსპერტები მოკვლევას დილიდან განაახლებენ

მინდელის შახტში ექსპერტები მოკვლევას დილიდან განაახლებენ. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, უშუალოდ ინციდენტის ადგილის დათვალიერება ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გუშინ ვერ მოხერხდა.

„დღეს დილიდან განვაახლებთ მოკვლევას, გუშინ ვერ მოხერხდა უშუალოდ ინციდენტის ადგილის დათვალიერება, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებული, შესაბამისად მეთანის კონცენტრაცია არ იყო დასაშვებ დონეზე და ექსპერტთა ჯგუფი ვერ ახერხებდა ჩასვლას.

დღეს დილიდან განაახლებს შრომის ინსპექცია მუშაობას, სადაც მოხდება კონკრეტული ლოკაციის დათვალიერება, რაც მეტი ინფორმაციის მოცემის საშუალებას მოგვცემს“,-განაცხადა ბექა ფერაძემ.

ტყიბულში, მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

">