მიხეილ ბატიაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველ სვლას გააკეთებს

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყება, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. სიმბოლურად პირველ სვლას საჭადრაკო დაფაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გააკეთებს.

საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა,ოლიმპიადაზე 3-3 ნაკრებით წარდგება.

ქალთა ნაკრები, რომელიც მე-4 ნომრად არის განთესი,პირველ ტურში სამხრეთ კორეის ნაკრებს, ხოლო ვაჟათა პირველი გუნდი სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ შშმ პირთა აკრებს შეხვდება.

">