მეუფე იაკობმა ბოდბეში ჯუზეპე პაზოტოს უმასპინძლა

ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ბოდბის მონასტერს სტუმრობდა. მას ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უმასპინძლა.

ვიზიტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა  “ფეისბუქში” ბოდბელი ეპისკოპოსის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

“2017 წლის 24-29 ნოემბერს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმყოფებოდნენ ვაშინგტონში, სადაც გაიმართა ინტერ-რელიგიური შეხვედრები და საერთაშორისო კონფერენცია. დელეგაცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლებისგან შედგებოდა. ვიზიტი განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა.

ვაშინგტონში დაწყებული მეგობრული ურთიერთობების გაგრძელება იყო ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის – ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სტუმრობა ბოდბეში, მეუფე იაკობთან. მან მოილოცა წმინდა ნინოს საფლავი, დაათვალიერა წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარი და ბოდბის დედათა მონასტერი”- ნათქვამია განცხადებაში.

/</a></iframe>