მერკელი: „გერმანიამ მეტი უნდა გააკეთოს“

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით თავდაცვითი ხარჯების მხრივ „გერმანიამ მეტი უნდა გააკეთოს“. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მერკელმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს განუცხადა სამიტზე.

„ძალიან დაძაბული შეხვედრა გვქონდა“, – განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს. როგორც ცნობილია ტრამპი მოკავშირეებს თავდაცვითი ხარჯების გაზრდას თხოვს.