„მეორე ტური იმ შემთხვევაში იქნება, თუ მარგველაშვილი ან ელისაშვილი მიიღებენ მონაწილეობას“

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ან მარგველაშვილი, ან ელისაშვიი. ამის შესახებ მან „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა.

„მეორე ტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ სამობილიზაციო რესურსში „ოცნებას“ კონკურენტი გაუჩნდება. სამობილიზაციო რესურსში გვყავს არასტაბილური ამომრჩეველი, რომელიც რესურსებზე იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ აქვს უარესი არჩევანიც, სხვა არჩევანს ვერ პოულობს და ასეთ კომპრომისს აკეთებს – ცუდსა და უარესს შორის არჩევანს.

ეს რესურსი „ოცნებას“ შეიძლება, წაართვას მხოლოდ ზეპარტიულმა კანდიდატმა, ისეთმა, როგორებიც არიან ელისაშვილი, მარგველაშვილი. თუ ისინი მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში, სამობილიზაციო რესურსის გარკვეულ ნაწილს თავისთან გადაქაჩავენ და ამ შემთხვევაში შეიქმნება რისკი იმისა, რომ მეორე ტური გაიმართოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.