თამაზ მეჭიაური: ეს საბოტაჟია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას და ბრალდებებს თიანეთის მერი პასუხობს. პირველ არხთან საუბარში თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ მუნიციალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემაა, თუმცა მეჭიაური ამ პროცესს ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მართულს უწოდებს.

“დიახ, შეფერხებები ნამდვილად იყო. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ტენდერი ჩატარდა გუშინ და გამოვლინდა გამარჯვებული, ორშაბათიდან გამოსწორდება მდგომარეობა. დავინტერესდი, რატომ მივიდა საქმე აქამდე, ახსნა განმარტებას ვაწერინებ ყველას. ეს საბოტაჟია.
ვმუშაობ იმ სტრუქტურით და იმ კადრებით რაც დამხვდა, ჩემსას არ ამტკიცებს საკრებულო, რომელსაც ქუნაშვილი მართავს. მერიის წარმომადგენლები ჰქვიათ და ქუცნაშვილის წარმომადგენლები არიან. შეშით მომარაგების საკითხიც ხელოვნურად შექმნეს და საქმის კურსში არ ჩაგვაყენეს. ახლა კი მეჭიაური ხალხს ყინავსო, ამბობენ”, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

ცნობისთვის, ქუცნაშვილის განცხადებით, თიანეთის მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის გამო მე -11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია.

/</a></iframe>