“მე შეიძლება დავტოვო კენჭისყრის შემდგომ უმრავლესობა,” – ბექა ნაცვლიშვილი დღევანდელ სხდომას ელოდება

ძველი თბილისის ტურისტულ ზონაში შეიარაღებულ დაპირისპირებას “კურიერის” ინფორმაციით, მხოლოდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. 7 გასროლის შედეგად, სავარაუდოდ დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვები პოლიციაში. თვითმხილველთა ნაწილმა პოლიციის შენობა განმარტებების გარეშე დატოვა.

გვიანობამდე მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოკლული ზვიად ჯაფარიძის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მის ახლობლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. “კურიერის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ოთხჯერ არის ნასამართლევი. ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებული თავდასხმის მიზეზი სწორედ ჯაფარიძეზე შურისძიებაა.

">