„მე მაქვს ერთი მარტივი გზავნილი რუსეთის მიმართ, მავთულხლართები მიუღებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოახდინონ“

მე მაქვს ერთი მარტივი გზავნილი რუსეთის მიმართ, მავთულხლართები მიუღებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოახდინონ, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ბოლოს დამონტაჟებული გამყოფი ხაზები, რომელიც იქ რუსეთის უკანონო ყოფნას აღნიშნავს, არ უნდა იყოს დაშვებული. მე მაქვს ერთი მარტივი გზავნილი რუსეთის მიმართ, მავთულხლართები მიუღებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოახდინონ,“ – განაცხადა ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მავთულხლართები ადგილზე რუსეთის უკანონო ყოფნის ლუსტრაციაა.

მავთულხლართები, რომელიც აღიმართა, ჩანს, რომ პერმანენტული, მუდმივი გამყოფი ხაზი უნდა გახდეს, რომელიც რუსეთის უკანონო ყოფნის აბსოლუტური ლუსტრაციაა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირიდან გამოვალთ, ბრიტანეთს საშუალება მიეცემა, რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების რეჟიმი განვახორციელოთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ახალი სანქციები, ვფიქრობთ, სულ მცირე, ძალიან ხმამაღლა გაიჟღერს ხმები, რომელიც გამყოფ ხაზთან განხორციელებულ მოვლენებს გმობს“, – განაცხადა სერ ალან დუნკანმა.

მისივე შეფასებით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ რუსეთის რეპუტაციის დისკრედიტაციას ახდენს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები რკინის ბოძებს ამონტაჟებენ. სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს.

წყარო: 1tv.ge

/</a></iframe>