„მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერმინისტრი“

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყოველთვის ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ გუნდური მოთამაშე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა განუცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

წულუკიანის თქმით, მისთვის უცნობია ვინ იქნება პრემიერმინისტრი და როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს.

„მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერმინისტრი. ის კანდიდატი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს. ამას აქვს თავისი პროცედურა. ასევე, წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს. კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მშვიდად შევხვდებით იმას, რომ ეს არის პროცედურა. ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია და პრემიერისა და მინისტრის ცვლილებით არ იცვლება პოლიტიკური კურსი არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

/</a></iframe>