მე-17 სკოლაში პირველკლასელი მოსწავლე მეორე სართულიდან გადახტა

თბილისის მე-17 საჯარო სკოლაში პირველკლასელი მოსწავლე მეორე სართულიდან გადახტა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.  სკოლის დირექტორის, მარი ჭელიძის განცხადებით, ბავშვი საკლასო ოთახში ნივთის ასაღებად შევიდა და უკან გამოსვლისას კარი ვეღარ გააღო. მისივე თქმით, ბავშვს მარტო დარჩენის შეეშინდა და ფანჯრიდან გადახტა.

იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, ჯონი სამხარაძის განცხადებით, პაციენტს მძიმე ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება, ამჟამად იმყოფება მონიტორინგის ქვეშ.

„გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსვლის პერიოდში იყო ცნობიერება ნათელი, აღენიშნებოდა მუცლისა და წელის არეში ტკივილი. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, სადაც მძიმე ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ“,-განაცხადა ჯონი სამხარაძემ.

/</a></iframe>