მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსისაავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, კერძოდ, ჟინვალთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის  კმ29 (ჟინვალთან) ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. დამეწყრილ მონაკვეთზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები.

">