„მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის პოზიცია 15 იანვარს გახდება ცნობილი

„მაუწყებლის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის პოზიცია 15 იანვარს გახდება ცნობილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრებს უმასპინძლეს. მესამე სექტორის წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შეხვდა.

„იყო გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები, რომლებიც არის საკმაოდ დასაბუთებული, რა პრობლემებს შეიცავს აღნიშნული კანონი, ყველა ამ საკითხს ჩვენ გავივლით პრეზიდენტთან და სწორედ ამ განსჯის საფუძველზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

/</a></iframe>