„„მატროსოვზეც“ რომ მომათავსონ, რამდენიმე კვირაში იმ „მატროსოვზე“ აღმოჩნდება ივანიშვილი“

მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა. საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებით, მას დაგეგმილი აქვს ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრები.

„ვივლი მთელ ევროპაში, მაქვს შეხვედრები ბრიუსელში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში. პოროშენკოსაც და ივანიშვილსაც ჩემი ეშინიათ როგორც ცეცხლის. ივანიშვილს რა შეუძლია, იყიდა თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ვერასდროს ვერ მიყიდის მე. საქართველოში არ შეიძლება ერთდროულად ვიყოთ ივანიშვილი და მე, ივანიშვილმა ზუსტად იცის ეს, თუ ვიქნები მე საქართველოში, „მატროსოვზეც“ რომ მომათავსონ რამდენიმე კვირა, რამდენიმე კვირაში იმ „მატროსოვზე“ აღმოჩნდება ივანიშვილი, თუ არ მოასწრო გასწრება საქართველოდან, მე არ უნდა ვიმუშაო, ხალხმა უნდა იმუშაოს თავისი უფლებებისთვის, პერსპექტივებისთვის“,-განაცხადა სააკაშვილმა.

 

/</a></iframe>