მასშტაბური ხანძარი კალიფორნიაში – ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე დასახლებები 30 ათასამდე ადგილობრივმა დატოვა

მასშტაბური ევაკუაცია  კალიფორნიაში – მაშველები ამ დრომდე ტყის ხანძარს ებრძვიან. ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე დასახლებები უკვე დატოვა 30 ათასამდე ადგილობრივმა.

ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სწრაფად ვრცელდება. სტიქიის შედეგად უკვე განადგურდა რამდენიმე ათეული შენობა. ცეცხლი ასევე ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოსაც მოედო. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

წყარო: რუსთავი 2

/</a></iframe>